User Tools

Site Tools


becoming-member

ტრაფიკის გაცვლის წერტილში, ტექნიკური მიერთების პროცედურა:

  1. რეგისტრირედებით PeeringDB-ზე, ლინკი ინსტრუქციის
  2. იწერებით (ჯერ-ჯერობით Telegram-ის ჯგუფში) თქვენს პროფილის ლინკს Peeringdb-ზე + საკონტაქტო ელ-ფოსტას რაც დაფიქსირებული იქნება ტრაფიკის გაცვლის წერტილის პორტალზე.
  3. ჩვენ შეგიქმნით პორტალის ანგარიშს (portal.ixp.ge)
  4. ფიზიკური დაერთების შემდეგ დავამატებთ თქვენ პორტს, თქვენს პროფილზე და გამოგიყოფთ ip მისამართს peering-ისთვის.
  5. აკონფიგურირებთ ip მისამართს თქვენს აპარატურაზე (უნდა დაიპინგოს 185.1.224.254 და 185.1.224.253)
  6. თქვენთვის გამოყოფილი ip მისამართი და ჩართვა უნდა დაამატოთ PeeringDB-ზე ლინკი ინსტრუქციის
  7. იმის შემდეგ რაც PeeringDB-ზე დაამატებთ მიერთებას, 24 საათის განმავლობაში ჩვენი როუტერები დაკონფიგურირდება ავტომატურად თქვენი peering-ისთვის. (შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე ამის ხელით გაკეთებაც პროცესის დასაჩქარებლად)
  8. BGP-ს კონფიგურაციის დეტალები:
    1. გვაქვს 2 სესია, ტრაფიკის გაცვლის წერტილის 2 როუტ-სერვერთან
    2. Route Server-ის IP-ებია:
      1. 185.1.224.254
      2. 185.1.224.253
    3. AS-ი ტრაფიკის გაცვლის წერტილის peering-ისთვის: AS57127
    4. შემომავალი ფილტრი (ტრაფიკის გაცვლის წერტილიდან მომავალი როუტებისთვის) - ჩემი რეკომენდაცია იქნება ყველა როუტი მიიღოთ, ჩვენს მხარეს ფილტრები ღებულობენ მხოლოდ იმ როუტებს წევრებისგან რაც RIPE-ის ან მათი შესაბამისი IRR-ის მხარეს route-object-ებად არსებობს.
    5. გამავალი ფილტრები (ტრაფიკის გაცვლის წერტილისთვის დაანონსება) - შეგიძლიათ დაანონსოთ ნებისმიერი თქვენი პრეფიქსი, ტრაფიკის გაცვლის წერტილი მიიღებს მხოლოდ იმ პრეფიქსებს რასაც აქვს შესაბამისი route-object-ი IRR-ის მხარეს (RIPE-ის)
    6. ფილტრები ტრაფიკის გაცვლის წერტილში ნახლდება ყოველ ღამე, ანუ დღეს თუ რაიმე route-object-ს დაამატებთ, შემდეგი დილას ფილტრები უკვე განახლებული იქნება და თქვენს როუტებს მივიღებთ.
becoming-member.txt · Last modified: 2022/06/03 16:04 by admin