IXP-ში ჩასართავად აუცილებელია peeringdb-ზე დარეგისტრირება კომპანიის რომელიც ერთვება.

ეს ინსტრუქცია არის მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ვისაც ამ მომენტში არ გააჩნია თავისი პროფილი peeringdb-ზე.

თუ თქვენი ორგანიზაციის პროფილი უკვე არსებობს peeringdb-ზე, სამკარია დაამატოთ უერთიერთჩართვის ჩანაწერი peeringdb-ზე.

რეგისტრაციის პროცესი შემდეგნაირია:

მომხმარებლის რეგისტრაცია peeringdb-ზე

შედიხართ:https://www.peeringdb.com/register და ავსებთ ფორმას. შევსების შემდეგ რამოდენიმე წუთში მიიღებთ დადასტურების ბმულს ელ-ფოსტაზე. რეგისტრაციისას სასურველია მიუთითოთ ის ელ-ფოსტა რაც გამოყენებული გაქვთ ripe.net-ზე თქვენს ანგარიშში.

თქვენი პროვაიდერის დამატება

შედით თქვენს პროფილში peeringdb-ზე, და გადადით თქვენს გვერდზე (მარჯვენა ზედა კუთხეში, მენიუს გვერდზე თქვენი სახელი)

შემდეგ გვერდზე უნდა ჩაწეროთ თქვენი AS ნომერი და პროვაიდერის დასახელება.

Affiliate ღილაკზე დაჭერიდან რამოდენიმე საათში მოხდება ან ავტომატურად დამატება თქვენი ქსელის, ან მიიღებთ მეილს რომ რაიმე ინფორმაციის დადასტურება საჭირო (თუ ripe-ზე მითითებული ელ-ფოსტიდან არ დარეგისტირდებით)