ტრაფიკის გაცვლის წერტილში, ტექნიკური მიერთების პროცედურა: - რეგისტრირედებით PeeringDB-ზე, [[peeringdb-getting-started|ლინკი ინსტრუქციის]] - იწერებით (ჯერ-ჯერობით Telegram-ის ჯგუფში) თქვენს პროფილის ლინკს Peeringdb-ზე + საკონტაქტო ელ-ფოსტას რაც დაფიქსირებული იქნება ტრაფიკის გაცვლის წერტილის პორტალზე. - ჩვენ შეგიქმნით პორტალის ანგარიშს (portal.ixp.ge) - ფიზიკური დაერთების შემდეგ დავამატებთ თქვენ პორტს, თქვენს პროფილზე და გამოგიყოფთ ip მისამართს peering-ისთვის. - აკონფიგურირებთ ip მისამართს თქვენს აპარატურაზე (უნდა დაიპინგოს 185.1.224.254 და 185.1.224.253) - თქვენთვის გამოყოფილი ip მისამართი და ჩართვა უნდა დაამატოთ PeeringDB-ზე [[peeringdb-add-ixp-peering|ლინკი ინსტრუქციის]] - იმის შემდეგ რაც PeeringDB-ზე დაამატებთ მიერთებას, 24 საათის განმავლობაში ჩვენი როუტერები დაკონფიგურირდება ავტომატურად თქვენი peering-ისთვის. (შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე ამის ხელით გაკეთებაც პროცესის დასაჩქარებლად) - BGP-ს კონფიგურაციის დეტალები: - გვაქვს 2 სესია, ტრაფიკის გაცვლის წერტილის 2 როუტ-სერვერთან - Route Server-ის IP-ებია: - 185.1.224.254 - 185.1.224.253 - AS-ი ტრაფიკის გაცვლის წერტილის peering-ისთვის: AS57127 - შემომავალი ფილტრი (ტრაფიკის გაცვლის წერტილიდან მომავალი როუტებისთვის) - ჩემი რეკომენდაცია იქნება ყველა როუტი მიიღოთ, ჩვენს მხარეს ფილტრები ღებულობენ მხოლოდ იმ როუტებს წევრებისგან რაც RIPE-ის ან მათი შესაბამისი IRR-ის მხარეს route-object-ებად არსებობს. - გამავალი ფილტრები (ტრაფიკის გაცვლის წერტილისთვის დაანონსება) - შეგიძლიათ დაანონსოთ ნებისმიერი თქვენი პრეფიქსი, ტრაფიკის გაცვლის წერტილი მიიღებს მხოლოდ იმ პრეფიქსებს რასაც აქვს შესაბამისი route-object-ი IRR-ის მხარეს (RIPE-ის) - ფილტრები ტრაფიკის გაცვლის წერტილში ნახლდება ყოველ ღამე, ანუ დღეს თუ რაიმე route-object-ს დაამატებთ, შემდეგი დილას ფილტრები უკვე განახლებული იქნება და თქვენს როუტებს მივიღებთ.